понедельник, 7 февраля 2011 г.

დროის საზომი ერთეულები

წამი (აღვნიშვნა: s, წმ) — დროის საზომი ერთეული, სი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ერთეული.

წუთი (შემოკლ. წთ, min) — დროის საზომი ერთეული; საათის 1/60-ისა და 60 წამის ექვივალენტი.

საათი, დროის სისტემის გარეშე ერთული. უდრის 60 წუთს ან 3600 წამს. ქართული აღნიშვნაა სთ, საერთაშორისო — h. 1 დღე-ღამე=24 საათს.


კვირა — დროის საზომი ერთეული, რომელიც შვიდდღიან დროის მონაკვეთს უდრის. იგი დღეზე მეტია და თვეზე ნაკლები. ძველ ქართულში მისი სახელწოდება მსგეფსი იყო.

თვე, დროის შუალედი, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის გარშემო მთვარის გარემოქცევასთან। თვე შეიძლება იყოს სინოდური (მთვარის ფაზების ცვლის პერიოდი ანუ დროის შუალედი ორ მომდევნო სავსემთვარეობას ან ახალმთვარეობას შორის), სიდერული (ვარსკვლავიერი) — ვარსკვლავიურ ცაზე დედამიწის ირგვლივ მთვარის ერთი სრული გარემოქცევის პერიოდი (ეს თვე სინოდურ თვეზე უფრო ხანმოკლეა), აგრეთვე ტროპიკული, ანომალისტური და დრაკონული, რომლებიც ეტოლებიან დროის შუალედებს შესაბამისად ერთსა და იმავე გრძედზე, პერიგეუმსა და ორბიტის ერთსა და იმავე კვანძზე მთვარის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის. ამას გარდა, თვეს უწოდებენ კალენდარულ სისტემებში შემავალ დროის ერთეულს. გრიგორიანული კალენდრით თვის ხანგრძლივობაა 28-31 დღე-ღამე, ამასთან იგი არ არის მთვარის ფაზების ცვლასთან შეთანხმებული.


წელი (წელიწადი) - არის დრო ორ განმეორებით მოვლენას შორის, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის მოძრაობასთან მზის ირგვლივ. ვრცელი მნიშვნელობით ეს შეიძლება მიეკუთვნოს ნებისმიერ პლანეტას, მაგ. "მარსის წელიწადი" არის დრო, რომლის განმავლობაში მარსი ერთ სრულ წრეს ასრულებს მზის ირგვლივ।

საუკუნე (ასწლეული)დროის საზომი ერთეული, რომელიც 100 წელიწადს უდრის.

გრიგორიანულ კალენდარში არ არსებობს 0-ოვანი საუკუნე, საუკუნეების ათვლა იწყება I საუკუნიდან, ხოლო მის წინ არის ძვ. წ. I საუკუნე.

Комментариев нет: