понедельник, 7 февраля 2011 г.

დროის საზომი ტექნოლოგიები

საათი, დროის საზომი ხელსაწყო. საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)].

მზის საათი

ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ მზის საათს, რომელსაც ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფებიანი წრე-ციფებრლატი। დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე იგებდნენ დროს.


ქვიშის საათი

შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას დროის გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ, რომელიც ასევე ნივთიერების თანაბარი მოძრაობის ათვლას ემყარებოდა। ბრძოლა მთავრდებოდა მაშინ, როცა ქვიშა საათის ერთი ნაწილიდან მეორეში ჩაიცლებოდა.



მექანიკური საათი

მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.

ელექტრონული ციფრული საათი

ელექტრონული ციფრული საათი წარმოადგენს დროის ზუსტ მაჩვენებელ მოწყობილობას, რომელიც შესრულებულია თანამედროვე ტექნოლოგიით। იგი გათვალისწინებულია ოფისებისთვის, მაღაზიისთვის, საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის და სხვა დანიშნულების ობიექტებისთვის. ასევე შესაძლებელია მისი განთავსება სარეკლამო აბრებზე, ბანერებზე და ინფორმაციულ ტაბლოებზე.
ელექტრონული ციფრული საათი არის მრავალფუნქციური მოწყობილობა. გვიჩვენებს არა მარტო დროის და თარიღის მიმდინარე მონაცემეს, არამედ ინფორმციას გვაწვდის ატმოსფერულ წნევის, ასევე ტენიანობის და ტემპერატურის შესახებ. აქვს მაღვიძარა და ხმის რემაინდერი. მისი მართვა შესაძლებელია დისტანციური პულტით.



დროის საზომი ერთეულები

წამი (აღვნიშვნა: s, წმ) — დროის საზომი ერთეული, სი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ერთეული.

წუთი (შემოკლ. წთ, min) — დროის საზომი ერთეული; საათის 1/60-ისა და 60 წამის ექვივალენტი.

საათი, დროის სისტემის გარეშე ერთული. უდრის 60 წუთს ან 3600 წამს. ქართული აღნიშვნაა სთ, საერთაშორისო — h. 1 დღე-ღამე=24 საათს.


კვირა — დროის საზომი ერთეული, რომელიც შვიდდღიან დროის მონაკვეთს უდრის. იგი დღეზე მეტია და თვეზე ნაკლები. ძველ ქართულში მისი სახელწოდება მსგეფსი იყო.

თვე, დროის შუალედი, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის გარშემო მთვარის გარემოქცევასთან। თვე შეიძლება იყოს სინოდური (მთვარის ფაზების ცვლის პერიოდი ანუ დროის შუალედი ორ მომდევნო სავსემთვარეობას ან ახალმთვარეობას შორის), სიდერული (ვარსკვლავიერი) — ვარსკვლავიურ ცაზე დედამიწის ირგვლივ მთვარის ერთი სრული გარემოქცევის პერიოდი (ეს თვე სინოდურ თვეზე უფრო ხანმოკლეა), აგრეთვე ტროპიკული, ანომალისტური და დრაკონული, რომლებიც ეტოლებიან დროის შუალედებს შესაბამისად ერთსა და იმავე გრძედზე, პერიგეუმსა და ორბიტის ერთსა და იმავე კვანძზე მთვარის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის. ამას გარდა, თვეს უწოდებენ კალენდარულ სისტემებში შემავალ დროის ერთეულს. გრიგორიანული კალენდრით თვის ხანგრძლივობაა 28-31 დღე-ღამე, ამასთან იგი არ არის მთვარის ფაზების ცვლასთან შეთანხმებული.


წელი (წელიწადი) - არის დრო ორ განმეორებით მოვლენას შორის, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის მოძრაობასთან მზის ირგვლივ. ვრცელი მნიშვნელობით ეს შეიძლება მიეკუთვნოს ნებისმიერ პლანეტას, მაგ. "მარსის წელიწადი" არის დრო, რომლის განმავლობაში მარსი ერთ სრულ წრეს ასრულებს მზის ირგვლივ।

საუკუნე (ასწლეული)დროის საზომი ერთეული, რომელიც 100 წელიწადს უდრის.

გრიგორიანულ კალენდარში არ არსებობს 0-ოვანი საუკუნე, საუკუნეების ათვლა იწყება I საუკუნიდან, ხოლო მის წინ არის ძვ. წ. I საუკუნე.

საინტერესო ფაქტები

  • მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა ისეთი მექანიკური საათები, რომლებშიც ელექტრული მოწყობილობა გამოიყენება.
  • XX საუკუნიდან ჩნდება ე.წ ატომური და კვარცის საათები, რომელთა სვლის სიზუსტე ფანტასტიკურად დიდია. ამ საათებში ქანქარას როლს შესაბამისად ატომური და კვარცის გენერატორები ასრულებს. ასეთი საათების ყველაზე სრულყოფილ სახეობას ელექტრონული საათი ეწოდება.

დღე და ღამე


დღე-ღამე, დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი; დროის ერთ-ერთი ძირითადი საზომი ერთეული. გამოიყოფა ვარსკვლავიერი დღე-ღამე — გაზაფხულის ბუნიობის წერტილის მიმართ დედამიწის ბრუნვის პერიოდი და მზისიერი დღე-ღამე. ვარსკვლავიერი დღე-ღამის დასაწყისად ითვლება გაზაფხულის ბუნიობის წერტილის ზედა კულმინაციის მომენტი (კულმინაცია ცის სხეულისა), ხოლო ხანგრძლივობად — ამ წერტილის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი. იმის მიხედვით, ჭეშმარიტი გაზაფხულის ბუნიობის წერტილს იხილავენ, თუ საშუალოს (პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს პრეცესიისა და ნუტაციის გავლენას, მეორეში — მხოლოდ პრეცესიისას), განასხვავებენ ჭეშმარიტ და საშუალო ვარსკვლავიერ დღე-ღამეს. პირველი მათგანის ხანგრძლივობა ცვალებადია. ასევე განასხვავებენ ჭეშმარიტ მზისიერ დღე-ღამეს (ჭეშმარიტი მზის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი), რომლის დასაწყისად ითვლება ჭეშმარიტი მზის დისკოს ცენტრის ქვედა კულმინაციის მომენტი — ჭეშმარიტი შუაღამე, და საშუალო მზისიერ დღე-რამეს (საშუალო მზის ანალოგიურ კულმინაციათა შორის დროის შუალედი; მის დასაწყისად ითვლება საშუალო მზის ქვედა კულმინაციის მომენტი — საშუალო შუაღამე). ვარსკვლავიერი და საშუალო მზისიერი დღე-ღამე იყოფა საათებად (24 სთ), წუთებად (1440 წთ) და წამებად (86400 წმ). ვარსკვლავიერი დღე-ღამის ერთეული (დღე-ღამე, წუთი ან წამი) საშუალო მზისიერი დღე-ღამის 0,9972696 ერთულს უდრის. ჭეშმარიტი და საშუალო მზისიერი დღე-ღამეების ხანგრძლიობათა სხვაობა წლის განმავლობაში იცვლება პირველი მათგანის ცვალებადობის გამო (იხილეთ საშუალო მზისიერი დრო). ეს ხანგრძლიობანი ერთმანეთთან დაკავშირებულია დროის სწორებით.

დრო

დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომერი მონაცვლეობით გამოიხატება.

სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული: ყველაფერი ხომ სადღაც და ოდესღაც ხდება.

დრო არასდროს ჩერდება. ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის.

სიგრძე შეიძლება მეტრებითა და კილომეტრებით გავზომოთ, წონა - ტონებით, კილოგრამებით, გრამებით...ყველა ეს საზომი პირობითია და ისინი მოფიქრებულია ადამიანის მიერ, დროის ძირითადი საზომი კი ბუნებამ თვითონ მოგვცა.

კერძოდ, დროის აღრიცხვას საფუძვლად დაედო ციურ სხეულთა მოძრაობით განპირობებული ისეთი მოვლემნები, რომლებთაც მეტ-ნაკლებად თანაბარი პერიოდულობით მეორდება. ეს არის დედამიწის ღერძული ბრუნვა, მთვარის ფაზათა ცვლა, რაც დედამიწის ირგვლივ მთვარის გარემოქცევას უკავშირდება, და დედამიწის წლიური სრბოლა მზის ირგვლივ.

დროის ხანგრძლივი შუალედის საზომად იქცა მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის დრო - წელიწადი, რომელთანაც დაკავშირებულია წლიური სეზონური ცვლილებების ციკლი.

მთვარის ფაზების ცვალებადობის პერიოდი - სინოდური თვე და მისგან მომდინარე, ახლანდელი კალენდარული თვე, ემსახურება დროის ათვლას წელიწადის ფარგლებში.

დროის ძირითადი საზომი ერთეულია დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი - დღე-ღამე. ეს პერიოდი იყოფა ორ ნაწილად - დღედ და ღამედ (მათი ხანგრძლივობა იცვლება წლის განმავლობაში). თავდაპირველად თითოეულ მათგანს ყოფდნენ 12 თანაბარ ნაწილად - დღის საათებად და ღამის საათებად. შემდეგ მთელი დღე-ღამე დაყვეს 24 სტაბილურ საათად, საათი - წუთებად (საათის 1/60 ნაწილი) და წამებად (წუთის 1/60 ნაწილი).

თუ დროის აღრიცხვა ემყარება დედამიწის ბრუნვას ვარსკვლავების მიმართ, საქმე გვაქვს ვარსკვლავიერ დროსთან, ხოლო თუ მზის მიმართ ბრუნვაზეა დამყარებული, მაშინ - ჭეშმარიტ მზისიერ დროსთან.

ვარსკვლავიერ დროს ასტრონომები გეოდეზიურ სამუშაოებისა და ასტრონომიული დაკვირვებისათვის იყენებენ, მაგრად ყოველდღიური საქმიანობისთვის მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი। ამისთვის არც ჭეშმარიტი მზისიერი დრო ვარგა არასტაბილურობის გამო. ამიტომ შემოღებულია თანაბრად მიმდინარე საშუალო მზისიერი დრო.

ka.wikipedia.org